1. პროექტის სახელი - „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ
ბუნებამც არ უშველა“.
2. პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეებთნ
ერთად გავიხსენებ აკაკი წერეთლის
„გამზრდელს“. ვაჩვენებ ფრაგმენტს ფილმიდან „აკაკის აკვანი“.
3. პროექტის აქტუალობა - ბავშვის დამოუკიდელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში
რა ფაქტორები ახდენს გავლენას.
4. პროექტის მიზნები - მოსწავლეები შეძლებენ, ჩამოაყალიბონ,
თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში,
მიხვდებიან, რომ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია, ოჯახი და ის
გარემო, რომელშიც ის იზრდება და ასევე გენეტიკა.
5. მონაწილეთა ასაკი - 15-16
6. ვადები/ხანგრძლივობა - სამი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- შევქმნით ბროშურას, რომელშიც
წარმოდგენილი იქნება ბავშვების მიერ მოძიებული ინფორმაცია, ისტორიები რეალური ცხოვრებიდან
(ანონიმურობა დაცული იქნება), ინტერვიუები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - დიქტოფონი, ქაღალდი, კალამი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) –თემის განხილვა კლასში, დისკუსიის
გამართვა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და ამ აზრის დადამტკიცებელი არგუმენტის
მოძიება და წარმოდგენა. ბიოლოგიის მასწავლებელის დახმარებით მოსწავლეები
გაიხსენებენ გენეტიკის სქემებს და მიირებენ ინფორმაციას გენეტიკის მნიშვნელობაზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ბიოლოგია.
11. პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან მჭედლიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - mchedlishvili.keto@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -ketevan mchedlishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment